ეკონომიკა

მეწარმეებისთვის საავანსო გადასახადი უქმდება

21.02.18 19:00


მეწარმეებს საავანსო გადასახადები გაუუქმდებათ. განცხადება ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

მინისტრის ცნობით აღნიშნულის შესახებ 22 თებერვლიდან მეწარმეებთან შეხვედრები დაიწყება.

მინისტრმა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომლის მიხედვითაც მცირე მეწარმეებზე ბრუნვის გადასახადი 5-დან 1%-მდე მცირდება. მცირე ბიზნესად კი ჩაითვლება ის კომერციული საქმიანობა რომლის ბრნვაც წელიწადში 500 000 ლაზრზე ნაკლებია, ნაცვლად არსებული 100 000 ლარისა. რეფორმით 120 000-მდე ადამიანი, მცირე მეწარმეთა თითქმის 100% ისარგებლებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები