მსოფლიო

მსოფლიოში წითელათი დაავადებულთა რიცხვმა სამჯერ მოიმატა

22.02.18 16:30


ევროპაში წითელათი დაავადებულთა რიცხვმა 2017 წელთან შედარებით სამჯერ მოიმატა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 20 თებერვლის მდგომარეობით წითელათი დაინფიცირებულთა რაოდენობამ 21 ათასს მიაწღია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს წითელას ეპიდემია გრძელდება ინგლისში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, რუმინეთში, სერბეთში, საფრანგეთსა და უკრაინაში.

ინგლისის ჯანდაცვის სამინისტრომ იანვარში განაცხადა, რომ წითელა ქვეყნის ექვს რეგიონშია გავრცელებული.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 17 იანვარს საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, ვაქცინაციის გარეშე სერბეთში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. სერბეთშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, წითელა 2017 წლის ოქტომბრიდან არის გავრცელებული.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო ინფორმაციით, წითელათი 268 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 65-70% კონცენტრირებულია აჭარაში.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიას განუცხადა, წითელას ვირუსით დაავადებულთა რიცხვი თბილისში მატულობს.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები