მსოფლიო

აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის სამხედრო შეთანხმება ძალაში შევიდა

01.03.18 17:05


აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის დადებული სამხედრო შეთანხმება ძალაში შევიდა.

დოკუმენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა, ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.

2017 წლის 24 აპრილსა და 21 ივნისს კიშინიოვსა და ბაქოში ხელმოწერილი დოკუმენტი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებას შეთანხმების რეალიზება დაევალა.

მოლდოვის პარლამენტმა კი, შესაბამისი შეთანხმების რატიფიცირება 10 თებერვალს მოახდინა.

ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გულისხმობს სამხედრო-ტექნიკურ საქმიანობას, ნატოს პროგრამების ფარგლებში ერთობლივი სწავლებების გამართვას, სამხედრო დაგეგმარებას, სამშვიდობო ოპერაციების ორგანიზებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გამართვას, ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, კულტურული და სოციალური შეჯიბრებების გამართვას, ასევე, სამხედრო სფეროში ღონისძიებების მოწყობას.

შეთანხმებას ხელი 5 წლის ვადით მოეწერა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები