საზოგადოება

თბილისის მცხოვრებლებს დასუფთავების დავალიანების გადახდა ეტაპობრივად - ერთი წლის განმავლობაში შეეძლებათ

29.06.16 20:35


თბილისში დასუფთავების გადახდის წესში ცვლილება შევიდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”თბილსერვის ჯგუფიდან” აცნობეს, ცვლილების თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, საშუალება ეძლევათ აღნიშნული თანხა დაფარონ ეტაპობრივად - თორმეტი თვის განმავლობაში.

”თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“ ცვლილება შევიდა.

ცვლილების შესაბამისად, თბილისის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, საშუალება ეძლევათ აღნიშნული თანხა დაფარონ ეტაპობრივად - თორმეტი თვის განმავლობაში.

თბილისის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში - 2.5 ლარი, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში - 2 ლარის ოდენობით”, - ნათქვამია ”თბილსერვის ჯგუფის” განცხადებაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები