ეკონომიკა

სასტუმრო „Maison Boutique Hotel“-ში 3,5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა

09.03.18 20:30


ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ესპანელმა ბიზნესმენმა ალეხანდრო პასტრანა-მოლერომ თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე მაღალი კლასის ბუტიკ-ჰოტელი Maison Boutique Hotel საზეიმოდ გახსნეს.

გახსნის ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს სასტუმროს ინტერიერი და ნომრები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულმა იტალიელმა არქიტექტორმა ჰემბერტ პენარანდამ დააპროექტა.

უშუალოდ სასტუმროს შენობა მე-19 საუკუნეში აგებულ კულტურულ ძეგლს წარმოადგენს, რომლის ფასადიც აღნიშნული ეპოქის შესაბამისად იქნა შენარჩუნებული.

სასტუმროში, რომელიც ამჟამად 14-ნომრიანია, 3,5 მლნ ლარზე მეტი ესპანური და გერმანული ინვესტიცია განხორციელდა.

სამომავლოდ იგეგმება დამატებით 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და სასტუმროს 25 ნომრამდე შევსება, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზის, აუზის, სპა-ცენტრის და რესტორნის დამატება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები