ეკონომიკა

ფეროშერნადნობთა ქარხანაში მუშის გარდაცვალების გამო „ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს

12.03.18 16:15


ზესტაფონის ფეროშერნადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მუშა გარდაიცვალა.
დავით ძაბირაძე სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების დროს იგი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა.

მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები