ეკონომიკა

"საპენსიო რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის"

13.03.18 16:35


გიორგი ხატიძის განცხადებით, საპენსიო რეფორმის მთავარი ამოცანები პენსიის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება, საპენსიო შემოსავლის თანაფარდობის ზრდა ხელფასთან მიმართებაში და საპენსიო მოდელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფაა.

"საპენსიო რეფორმის მთავარი ამოცანები პენსიის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება, საპენსიო შემოსავლის თანაფარდობის ზრდა ხელფასთან მიმართებაში და საპენსიო მოდელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფაა. რეფორმის შინაარსი გულისხმობს განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას. ეს ნიშნავს, რომ თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით განსაზღვრული წესით განახორციელებს შენატანებს თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. დაგროვილი თანხის ინვესტირება განხორციელდება, რის შედეგადაც მას დაერიცხება საინვესტიციო შემოსავალი, შესაბამისად, მოცულობა წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზრდება. მიმაჩნია, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელება საჭიროა და ის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის", - აცხადებს ბახტაძე.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები