ეკონომიკა

„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა“

13.03.18 17:20


„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2017 წელს, რომელიც 2016 წლის მონაცემს 16 პროცენტით აღემატება, ისტორიული მაქსიმუმია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, როგორიცაა რეინვესტირების ზრდა, რომელმაც წინა წელთან შედარებით 129-პროცენტიანი მატება აჩვენა და 700 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. „პირველ რიგში, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ესტონური მოდელი, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან დაინერგა, რეალურად მუშაობს.

„რატომ არის სასიხარულო ინვესტიციები? მას მოყვება ცოდნა, ინოვაციები, ახალი სამუშაო ადგილები და სწორედ ამ მიმართულებით არის სასიხარულო ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციების ზრდაზე. ეს არის პირდაპირი ასახვა ჩვენს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ვალუტის სტაბილურობას,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ჩვენ ვართ რეკორდულ მაქსიმუმზე. ამ რეკორდული მაქსიმუმიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი რეფორმები მუშაობს. რეფორმა რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ახლა იკრებს ინერციას. როგორც გათვლილი გვქონდა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ეს რეფორმა გაცილებით მეტ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე და კუმულატიურად ჩვენ დიდ ეფექტს მივიღებთ როგორც სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკურ ზრდაში,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები