ეკონომიკა

ბრუნო ბალვანერა: ინვესტორები საქართველოთი ნამდვილად დაინტერესებულები არიან

13.03.18 17:40


ნამდვილად არის დაინტერესება საქართველოსადმი, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას და იმას, თუ რამდენად სწრაფად აისახება ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, „რასაკვირველია, ეს ამდენად სწრაფად არ ხდება“.

"ნამდვილად არის ინვესტიციების მოცულობის ზრდა. ინვესტორები არიან დაინტერესებულები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს არის დიდი საინვესტიციო პროექტები, როგორიცაა მაგალითად, გაზსადენები, რკინიგზა, ჰიდროელექტროსადგურები, ამიტომ ეს არის უფრო გრძელვადიანი სარგებელი, რომელიც უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ხელშესახები. მაგრამ ნამდვილად გვინდა ვთქვათ, რომ ნამდვილად არის დაინტერესება საქართველოსადმი", - განცხადა ბრუნო ბალვანერამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.




წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები