საზოგადოება

საქართველო მსოფლიოში ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგში ე-16 ადგილზეა

13.03.18 20:45


პორტალ GOBankingRates-ის ვერსიით, საქართველომ საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების ოცეულში მე-16 ადგილი დაიკავა.

პორტალმა სხვადასხვა ქვეყნების ფასების შესახებ Numbeo.co-ს ონლაინ-ბაზის მონაცემები გამოიყენა და ნიუ-იორკის ფასებს შეადარა.

პორტალის მონაცემებით, საქართველოში ნიუ-იორკთან შედარებით ცხოვრება 70%-ით იაფია, ხოლო იჯარა 90%-ით დაბალი.

იაფი ქვეყნების ჩამონათვალში შესულია ინდოეთი, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ტუნისი, ზამბია, უკრაინა, მექსიკა, ბანგლადეში, ეგვიპტე და მაკედონია. საქართველოს მეზობელმა სომხეთმა და აზერბაიჯანმა რეიტინგში 34-ე და 35-ე ადგილი დაიკავეს. თურქეთი 26-ე ადგილზეა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 1000 ლარია. რაც შეეხება ნიუ-იორკში საშუალო ხელფასის ოდენობას, იგი 5 ათას აშშ დოლარს შეადგენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები