საზოგადოება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის აპრილის ბოლოს გაიხსნება

14.03.18 16:15


მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის 2018 წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა.

მათივე ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები