ეკონომიკა

Connect-aviation: #connect2018 თბილისი წარმატებული და ყველასათვის დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო

16.03.18 16:15


"დიდი მადლობა თბილისო" connect-aviation საკუთარ გვერდზე ეხმაურება 20-22 თებერვალს საქართველოს დედაქალაქში გამართულ საიუბილეო, რიგით მე-15 საერთაშორისო საავიაციო ფორუმს, რომელსაც წელს თბილისმა პირველად უმასპინძლა.

"თბილისი ულამაზესი ქალაქია. მოუთმენლად ველოდები დავიწყო ახალი, პირდაპირი ავიამიმართულება ამ გასაოცარ ქალაქში“ - განცხადებას სკანდინავიის ავიახაზების ქსელური მენეჯერი გონსალო პერნასი აკეთებს და იქვე დასძენს, რომ ღონისძება უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

სტატიაში, სადაც ძირითადად 3 დღიანი ფორუმის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი, ნათქვამია, თბილისში გამართული #connect2018 წარმატებული და ყველასათვის დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო.

"გვსურს დიდი მადლობა ვუთხრათ ჩვენს ქართველ მასპინძლებსა და ყველა დელეგატს, რომლებმაც თბილისში გამართული Connect-ი წარმატებულად და ყველასათვის დასამახსოვრებლად აქციეს. რიგით მე-15 connect-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ღირებული, წამყვანი საავიაციო ფორუმია, სადაც შეიკრიბნენ 500-ე მეტი დელეგატი, მათ შორის 65 ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პირები. 3 დღიანმა შეხვედრებმა, კონფერენციებმა, საავიაციო ინდუსტრიის ბრიფინგებმა დელეგატებს შორის, ხელი შეუწყვეს ბიზნესშესაძლებლობებისა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

გასაოცარმა სტუმართმოყვარეობამ კი დამსწრეებს ის მდიდარი პოტენციალი დაანახა, რომლის შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია", - ნათქვამია სტატიაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები