საზოგადოება

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 10 ადამიანი დაშავდა, მათი დედაქალაქში ტრანსპორტირებისთვის თბილისიდან რეანომობილები გაიგზავნა

16.03.18 17:35


გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 10 ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ათივე დაშავებულს გაეწია სამედიცინო დახმარება.

ადგილზე მუშაობდა სასწარაფო სამედიცინო დახმარების სამი ეკიპაჟი. პრესსამსახურის ცნობით, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ეკიპაჟებმა დაშავებული მოქალაქეები გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.

ასევე თბილისიდან გაგზავნილია რეანომობილები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს თბილისში გადმოიყვანს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები