პოლიტიკა

პრემიერის განცხადებაზე დამატებით განმარტებებზე საუბარი არც შეიძლება იყოს, რადგან მან ნათლად გამოხატა პოზიცია

16.03.18 18:25


პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ორი სხვადასხვა განმარტება ვერ ექნება - შესაბამისად, რაიმე დამატებით განმარტებებზე საუბარი არც შეიძლება იყოს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გიორგი კვირიკაშვილის პარლამენტში მისვლისა და დეოკუპაციის და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებზე დებატებში მონაწილეობის თაობაზე განაცხადა, რასაც მთავრობის მეთაურისგან პოლიტიკური გაერთიანებები ითხოვენ.

“პრემიერ-მინისტრის განცხადება არის იმ ადამიანის განცხადება, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე, მაშინ როდესაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განცხადება და არაჯანსაღი აჟიოტაჟი არ არის იმ პირების პოზიცია, რომელთაც ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა საერთაშორისო თანამეგობრობა, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ნატო-ს გენერალური მდივანი. ყველა შეფასებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ პრემიერ-მინისტრს და საქართველოს ხელისუფლებას აქვს სწორი პოზიცია, როდესაც საუბარია მშვიდობიან მოლაპარაკებებზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე. სხვა განმარტება პრემიერ-მინისტრის განცხადებას არა აქვს და ვერც ექნება, რადგან მან ძალიან ნათლად გამოხატა პოზიცია, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესია“, - ასე უპასუხა არჩილ თალაკვაძემ პრემიერის პარლამენტში მოსვლის საკითხზე დასმულ შეკითხვას.




წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები