პოლიტიკა
16.03.18 20:15
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს, რომელიც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გატარდება.
შეხვედრაზე საუბარი კომპანიის მხრიდან მოვალეობების გადაბარების პროცესს შეეხო. ასევე აღნიშნა, რომ 10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას კვლავ „სითი პარკი“ განახორციელებს. 10 აპრილის შემდეგ კი, პარკირების მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს.
„შეხვედრის მიზანია, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ის ორგანიზაციული ღონისძიებები სათანადოდ გავატაროთ, რომელიც პარკირების სისტემის უწყვეტ რეჟიმში განსახორციელებლად არის საჭირო. ძალიან კარგია, რომ კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. შესაბამისად, ჩვენ რიგი ღონისძიებების გატარება მათთან ერთად მოგვიწევს იმისთვის, რომ პროცესების გადმობარება სათანადოდ მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
„სითი პარკის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ გადაბარების პროცესს მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, რათა ქალაქში პარკირების მენეჯმენტი უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს.
„დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო, სადაც გადაბარების პროცესთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ გადაბარების პროცესი, რომელიც ქალაქში პარკირების მენეჯმენტს არ დააზიანებს“, – განაცხადა კომპანიის იურისტმა ნანუკა ავალიანმა.
შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, იურიდიული სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე ესწრებოდნენ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24