საზოგადოება

ვლადიმერ იმნაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება

16.03.18 22:00


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე აზერბაიჯანის შაჰიდთა, ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ვიზიტით იმყოფება.

ბაქოში, აზერბაიჯანის ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით, მიწვეულ სტუმრებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს დელეგაციის გარდა, უკრაინის, თურქეთის, ავღანეთისა და აზერბაიჯანის ვეტერანთა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ყველა ქვეყნის ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც ღონისძიება ვეტერანებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიით დაასრულდა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები