ეკონომიკა

Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებას ამატებს

27.03.18 17:45


ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air მოხარულია გაცნობოთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი რიგის ახალი მიმართულებით უკვე განხორციელდა. მომავალში Wizz Air ქუთაისის ბაზაზე კიდევ 6 ახალ მიმართულებას და ერთ ეარბასის ტიპის თვითმფრინავს ამატებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ის მზარდი ქსელის ახალი მიმართულებით პირველი თვითმფრინავი უკვე გაფრინდა. ავიაკომპანია რიგის (ლატვია) მიმართულებით ფრენას კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას განახორციელებს. ახალი მარშრუტი, რომელიც უნიკალურია ღირსშესანიშნავი ადგილებითა თუ მდიდარი კულტურით და იდეალურია სადღესასწაულო დასვენებისთვის, უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვის.

ბილეთების ფასი 114,99* ლარიდან იწყება და მათი შეძენა შესაძლებელია wizzair.com-ზე.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები