ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი: ქუთაისის თიზ-ში ინვესტორმა 45 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ვალდებულება ერთ წელიწადში შეასრულა

28.03.18 20:30


პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულზონაში, ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის” ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლების ქარხანაოფიციალურად გახსნა

საწარმოში უკვე დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და გეგმიურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორისთანამშრომლობის.

„ქუთაისის ინდუსტრიულმა ზონამ 2017 წლის დასაწყისში წარმოადგინა ინვესტიციების გეგმა და პრაქტიკულად შეასრულაის ვალდებულება, რაც უნდა შესრულებულიყო.

ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი.

დღეისთვის საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებულიუმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. მათ აქვთ შესაბამისი კვება და ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილიასამუშაო გარემო”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქარხანა მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 400 ათასამდე გამაცხელებელი იქნებანაწარმოები, რომელიც რეგიონალურ ბაზარზე გავა ექსპორტზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა პერსონალური მადლობა გადაუხადა ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისხელმძღვანელსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს მიხეილ თიგიშვილს, რომელმაც საქართველოში კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის” დონის ინვესტორი შემოიყვანა.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. დღევანდელი მდგომარეობით, თიზ-ში ხდებასხვადასხვა სახის საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის ტექსტილის, სახურავების, ნათურების, ზეთების, საყოფაცხოვრებოტექნიკის წარმოება. ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს მაკარონის ქარხნის მშენებლობაც, რომელიც მალე დასრულდება. მთლიანად ქუთაისის თიზ-ში ინვესტირებულია 100 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულია 370 ადამიანი.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები