ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა ინტერესებს დაიცავს

16.04.18 18:15


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები დაავალდებულა, კრედიტებისა და დეპოზიტების წინადადების დროს მომხმარებელს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ აცნობოს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებების თანახმად, ფინანსური ორგანიზაციები 14 მაისიდან ვალდებული იქნებიან, მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას (მათ შორის ინტერნეტ–ბანკის, ბანკომატების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და ა.შ. მეშვეობით) მას მიაწოდოს ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ.

მაგალითად, თუ მომხმარებელი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას სესხის დამტკიცების შესახებ, სავალდებულოა, რომ შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, ამგვარი ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუ შეთავაზებაში პროდუქტის ფასის განმსაზღვრელ ნებისმიერ პარამეტრს მიუთითებდნენ.

„დამუხრუჭებული მუხრუჭი… ანუ მთავრობის „ყვითელი ბარათი" ბანკირებს!"

ასევე, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით ხელშეკრულებების დადების წესი, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და შეთავაზების პირობების წინასწარ მიწოდებასა და ამ ინფორმაციის შემდგომ ხელმისაწვდომობას, ასევე მომხმარებელთან ზეპირი კომუნიკაციის სტანდარტებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები