საზოგადოება

კიწმარიშვილის ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს

01.07.16 18:45


ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები პროკურატურისგან შემაჯამებელი გადაწყვეტილების, საქმის მასალებისა და ეროსი კიწმარიშვილის პირადი ნივთების გადაცემის მოთხოვნით, პროკურატურაში ორშაბათს მივლენ.

როგორც გარდაცვლილის ძმამ ზურა კიწმარიშვილმა "ნიუპოსტს" განუცხადა, პირადი ნივთების დაბრუნების შემდეგ, ავტომანქანაზე ექსპერიმენტის ჩატარებასაც დამოუკიდებლად გეგმავენ.

კიწმარიშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ საქმის დახურვის გადაწყვეტილება სათანადო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე მიიღო.

”პროკურატურაში ეროსის პირადი ნივთების, პლანშეტი, კომპიუტერი, ტელეფონის წამოსაღებად ორშაბათს ვაპირებთ მისვლას. ამასთან საგამოძიებო ორგანოში უნდა დაგვახვედრონ პასუხი, თუ რა ნაწილს მოგვცემენ საქმეში არსებული ნივთმტკიცებების. რაც შეეხება ეროსის მანქანას მასზეც აუცილებლად ჩატარდება ექსპერტიზა, თუმცა ამას დამატებითი პროცედურები სჭირდება. პროკურატურამ საქმის დახურვის გადაწყვეტილება სათანადო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე მიიღო" - თქვა მან.

მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ძიება 22 ივნისს შეწყვიტა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. ეროსი კიწმარიშვილის ძმის ზურაბ კიწმარიშვილი არ ეთანხმება პროკურატურის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა. ის ამ ფაქტს ეროსი კიწმარიშვილის მედია და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. ამასთანავე ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით ეროსი კიწმარიშვილის ექაუნთი მისი გარდაცვალების შემდეგ ჰაკერმა გატეხა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები