საზოგადოება
23.04.18 19:30
შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიების მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება 11 აპრილს დაიწყო და პირველი მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეცნიერებსა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს მოუწოდა, კომისიას მიაწოდონ საკუთარი ნამუშევრები, რათა მოხდეს მათი შემოქმედების შეფასება.
„ჩვენს საზოგადოებას გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, დიდიხანია არ ჰქონია შესაძლებლობა ეზეიმა ჩვენი მეცნიერების, ხელოვანების მიღწევები. დღეს კი გვაქვს იურიდიული საფუძველი, რომ შეფასება და აღიარება მივცეთ იმას, რაც 5 წლის განმავლობაში იქმნებოდა ხელოვნების, მეცნიერების, პუბლიცისტიკის მიმართულებით", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკონკურსო პირობების მიხედვით:
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ენიჭება პირს (არაუმეტეს ხუთისა) ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელში ერთხელ. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა პრემია 10 ათასი ლარის ოდენობით.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია ენიჭება პირს (არაუმეტეს ერთისა) ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო, საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგად საკაცობრიო იდეალებით.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა 2 წელში ერთხელ, 5 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს (არაუმეტეს ორისა) საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა გაიცემა ყოველწლიურად, თითოეული გამარჯვებულისთვის 10 ათასი ლარის ოდენობით.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24