პოლიტიკა
24.04.18 14:45
„საქართველოსთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი უსაფრთხოება. პირველ რიგში, ეს არის ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განვითარება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა. მისი თქმით, ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.
„საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ ბათუმში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. ჩვენთვის დიდი პატივია, ვისაუბროთ თქვენთან ერთად მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და ღირებულებების შესახებ, რომლებიც ჩვენ, მეგობარ ქვეყნებს გვაერთიანებს. მუდამ მზად ვართ და ღია ვართ ასეთი დისკუსიებისთვის. კიდევ ერთხელ, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და მიზანია, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს არის საქართველოს ხელისუფლების ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, გამომდინარე ხალხის ნებიდან. ჩვენთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი უსაფრთხოება. პირველ რიგში, ეს არის ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განვითარება. ვიმუშაოთ ერთად, მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საზეიმო მიღებაზე დამსწრეებს მიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. პაოლო ალიმ ასამბლეის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნატო და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ვფიქრობ, რომ საქართველოს მხარდაჭერით, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობასა და სტაბილურობას შავი ზღვის რეგიონში”,- განაცხადა პაოლო ალიმ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 55
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24