ეკონომიკა
01.05.18 14:30
გერმანიის მთავრობასთან ერთად, გასული წლის შემოდგომაზე, სამთავრობო კონსულტაციებისას, შევთანხმდით ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობაზე, რომელმაც საქართველოს შემდგომი განვითარება უნდა უზრუნველყოს.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ განაცხადა.
შეთანხმებას ხელი გერმანული მხრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა მოაწერა.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობა უწევს ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე, ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა მიმოიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სექტორებში მიმდინარე პროექტები და ასევე, ენერგოეფექტურობის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები.
„გერმანია ჩვენი მეგობარი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა. დღეს, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო დამატებით მიიღებს 252,7 მილიონი ევროს (230 მილიონი ევრო სესხის და 22,7 მილიონი ევრო გრანტის სახით).
აღნიშნული თანხა, ძირითადად, მოხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლების სექტორს, კერძოდ, პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ენერგეტიკულ და გარემოს დაცვის პროექტებს. მსურს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ასევე, ორ გერმანულ ფინანსურ ინსტიტუტს - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთა საშუალებითაც მოხდება აღნიშნული ფინანსური რესურსების ათვისება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი კლაუს ფეიგელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დირექტორი როლანდ შტურერი.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24