პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ

14.05.18 14:30


შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, მმართველ გუნდს შინაგან საქმეთა მინისტთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს.

„მას აქვს ყველა კითხვაზე პასუხი და მზად არის ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს პარლამენტის წევრებს. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ პარლამენტში ჩავატაროთ იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის და თაცდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. მოვიწვევთ შინაგან საქმეთა მინისტრს და ნებისმიერ დეპუტატს, უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენელს, ექნება საშუალება უშუალოდ მინისტრისგან მოისმინოს პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე ჩატარებული ღონისძიების ნებისმიერ დეტალთან დაკავშირებით“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები