საზოგადოება

რუსთავში პატრულმა პატრული დააჯარიმა

16.05.18 17:00


რუსთავში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევა 15 მაისს მოხდა და შედეგად არავინ დაშავებულა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ავარიაში მონაწილე საპატრულო მანქანის მძღოლი დააჯარიმა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო.




წყარო : /www.ambebi.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები