პოლიტიკა

პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრს პარასკევს მოუსმენს

16.05.18 17:15


პარლამენტის ბიურომ განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის, გიორგი გახარიას 2018 წლის 15 მაისის მომართვა 2018 წლის 18 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის თაობაზე.

ბიუროს გადაწყვეტილებით მოსმენა ჩატარდება 18 მაისის პლენარულ სხდომაზე. შსს-ს მინისტრის მომართვის საფუძველზე, მოსმენა გაიმართება სამ საკითხზე:

2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ;

შსს-ში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმების შესახებ;

2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

ბიურომ 16-18 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში რამდენიმე განსახილველი საკითხი დაამატა.

პლენარული სხდომა პირველ საკითხად განიხილავს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „#54 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის გივი ჭიჭინაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტარები 50-მდე კანონპროექტზე იმსჯელებენ და სარატიფიკაციო დოკუმენტებს განიხილავენ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები