პოლიტიკა

საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

16.05.18 17:45


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაირატ აბდრახმანოვმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის 2018-2019 წლების თანამშრომლობის პროგრამას.

დოკუმენტი ყაზახეთში მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას და სამინისტროებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატების გააქტიურებას.

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებთან.

მინისტრი ასევე მონაწილებას მიიღებს ასტანას ეკონომიკურ ფორუმში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები