ეკონომიკა

გერმანია საქართველოს აძლევს 230 მილიონ შეღავათიან სესხს და 22 მილიონ გრანტს

17.05.18 16:30


5 საქართველოს გერმანიის მთავრობისგან მიიღებს 230 მილიონ ევროს ოდენობით სესხს, ხოლო 22.7 მილიონი ევროს ოდენობით- ფინანსურ დახმარებას.

აღნიშნულ თანხას საქართველო აიღებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან.

საქართველოსა და გერმანიის მთავრობების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები დარეგისტრირებულია პარლამენტში და მისი განხილვის დაწყება 17 მაისიდანაა დაგეგმილი.

ხელშეკრულების მიხედვით ეს თანხა შემდეგი მიმართულებით უნდა დიხარჯოს:

შეღავათიანი სესხი 100 000 000 ევროს ოდენობით, “ენერგოსექტორის ღია პროგრამისთვის”; გრანტი 1 000 000 ევროს ოდენობით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისთვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისთვის

შეღავათიანი სესხი 50 000 000 ევროს ოდენობით პროექტისთვის “კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისთვის”; გრანტი 2 000 000 ევროს ოდენობით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისთვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისთვის

შეღავათიანი სესხი 20 000 000 ევროს ოდენობით პროექტისთვის “პროფესიული განათლება I” ; გრანტი 3 000 000 ევროს ოდენობით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისთვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისთვის

შეღავათიანი სესხი 20 000 000 ევროს ოდენობით პროექტისთვის “წყალმომარაგება სოფლად აჭარაში” (თანხის გაზრდა 20 000 000 ევროდან 40 000 000 ევრომდე); გრანტი 1 000 000 ევროს ოდენობით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისთვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისთვის
თანხის გაზრდა შეღავათიანი სესხისთვის “კლიმატისთვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურა” 30 000 000–დან 50 000 000 ევრომდე.

თანხის გაზრდა 10 000 000 ევროს ოდენობით შეღავათიანი სესხისთვის “ნარჩენების კლიმატისთვის უსაფრთხო მართვა III”.

ფინანსური დახმარება 10 000 000 ევროს ოდენობით, პროექტისთვის “ეკონომიკური ინტერგრაცია, საცხოვრებელი ფართი და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის”

ფინანსური დახმარება 5 721 753 ევროს ოდენობით, ენერგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება”.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები