ეკონომიკა
21.05.18 20:00
ონის მუნიციპალიტეტში უწერის მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების მიზნით, უახლოესი 7 წლის განმავლობაში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 50 ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება. აღნიშნულ საინვესტიციო ვალდებულებას ითვალისწინებს ლიცენზია, რომლის მფლობელიც 2018 წლის მაისში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამოვლინდა.
„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონში როგორც ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბების, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების მატების თვალსაზრისით. პროექტი ასევე გაზრდის ტურისტულ პოტენციალს. აუქციონის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბიჯი ინვესტმენტი”,- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
საბადოზე ლიცენზიის გასაყიდმა ფასმა 1 252 779 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ლიცენზიის გაცემიდან ხუთი წლის ვადაში 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს, ხოლო მომდევნო ორი წლის ვადაში დამატებით 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია. კომპანიას ასევე აქვს საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების ვალდებულება და რაც არსებითად მნიშვნელოვანია, ლიცენზიის გაცემიდან 5 (ხუთი) წლის ვადაში მან უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა.
უწერის მინერალური წყლის საბადო წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ უნიკალურ საბადოს, წყლის გენეზისისა და მისი ფორმირების თავისებურებებიდან გამომდინარე. მინერალური წყალი ფორმირდება „ბროლის მთის” კრისტალურ ჰორიზონტებში, ასევე ,მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით, რაც ცხადია, საბადოს მატებს სამკურნალო თვისებებს. „უწერის” და „ტერსინის” ტიპის წყლების გამოყენება შესაძლებელია ჩამოსასხმელად, როგორც სასმელ-სამკურნალო – სუფრის წყალი, ხოლო დარასუნის ტიპის წყალი გამოიყენება ბალნეო-სამკურნალო მიზნებისათვის.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 55
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24