ეკონომიკა
22.05.18 16:15
საქართველოდან ექსპორტის ზრდა 2018 წლის იანვარ-აპრილში 22–ით გაიზარდა 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 961,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის („საქსტატი") მასალებში.
2018 წლის დასაწყისიდან ასევე გაიზარდა იმპორტიც – წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში შემოიტანეს დაახლოებით 2,8 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე 22,2%–ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარ–აპრილში, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 22,1%–ით გაიზარდა და 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში შეადგინა დაახლოებით 1,9 მლნ დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 49,2%-ია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა.
იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 37,5%-ით, ფეროშენადნობების – 4%–ით, მსუბუქი ავტომობილების — 90%-ით, სპირტიანი სასმელების — 23,4%-ით, მინერალური წყლების – 10,1%–ით, მინერალური ან ქიმიური სასუქების — 43,6%-ით, და სხვა.
ამავე დროს, 16,2%-ით შემცირდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტი და 3%-ით —სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების.
რას ყიდულობს საქართველო
საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვა.
სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2018 წლის ოთხ თვეში გაიზარდა 7,4%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების —39,5%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 10%-ით, გამომთვლელი მანქანების — 159,5%-ით, სატელეფონო აპარატების — 13,1%-ით, ხორბლის – 45,3%–ით.
ამავე დროს, შემცირდა სამკურნალო საშუალებების იმპორტი 14%-ით, ნავთობის გაზისა და აირადი ნახშირწყალბადების — 4,3%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2018 წლის დასაწყისიდან რჩებიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი — წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნებთან ბრუნვამ დაახლოებით 1,333 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,2%-ზე მეტს შეადგენს.
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2018 წლის პირველ ოთხ თვეში დაახლოებით 548 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,5%-ია; სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში, გასული წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით, 21%–ით გაიზარდა.
საგარეო ბრუნვამ რუსეთთან 2018 წლის იანვარ-აპრილში დაახლოებით 422 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,2%–ია, ზრდა – 23,5%.
აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 363,3 მლნ დოლარზე მეტი, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 9,6%–ია, ზრდა – 33,2%.
საქართველო ასევე ვაჭრობს ჩინეთთან (261 მლნ დოლარი), სომხეთთან (177 მლნ დოლარი), უკრაინასთან (195,1), აშშ-თან (154), გერმანიასთან (150), საფრანგეთთან (124,3), ბულგარეთთან (127).
საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2018 წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 25,7%-ით მეტია. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 28,3%-ია.
საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
საქართველოს ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ–ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის პირველ ოთხ თვეში 1,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 28,6%–ზე მეტია. დსთ–ის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 34,9%-ია.
ექსპორტის ზრდას, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უფრო ადრე აღნიშნეს, ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე გარე დადებითი ფაქტორები.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24