პოლიტიკა

საქართველოს დღეს ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა

25.05.18 14:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, თბილისში დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჩავა.

ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

26 მაისს იუნკერს მთავრობის ადმისნიტრაციაში გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.

ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს 18:00 საათზე ეწვევა.

26 მაისს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები