პოლიტიკა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა დაუშვებელი იქნება

11.06.18 15:00


პრეზიდენტობის კანდიდატს, არჩევნების მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში, საკუთარი კანდიდატურის მოხსნა არ შეეძლება. “საარჩევნო კოდექსს“ ემატება მუხლი, რომლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატის მოხსნა დაუშვებელი იქნება.

ამასთან, ცვლილების თანახმად, პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები გაიმართება, თუ არჩევნების პირველ ტურში მონაწილე ყველა კანდიდატი კანდიდატურას მოხსნის ან თუ არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა და ის პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია და ნინო გოგუაძე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები