საზოგადოება

საქართველო-რუსეთის საზღვართან საევაკუაციო ნაგებობებს აშენებენ

06.05.16 20:45


ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან ახლოს საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საბაჟო-გამშვები პუნქტი მაღალ მთაში მდებარეობს და ზამთრის პერიოდში ეს გზა ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო ხშირად იკეტება.

საევაკუაციო დერეფანი 208,80 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის იქნება.
ამ დროისთვის ობიექტზე კლდეში რიგელების განთავსება დასრულდა და დაიწყო ბილიკზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ბურჯები და კიბის უჯრედები.
პროექტის ღირებულება 1,2 მლნ ლარია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები