ეკონომიკა

მიხეილ ჯანელიძე: ეკონომიკურ რეფორმებს კონკრეტული შედეგები მოაქვს

11.06.18 19:30


საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ბიზნესსექტორში დასაქმებისა და ბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ შედეგს განაპირობებს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც ტარდება ქვეყანაში - ამას აქვს ძალიან კონკრეტული შედეგი. პირველ კვარტალში: გაზრდილია კერძო სექტორის ბრუნვა ძალიან მნიშვნელოვნად, გაზრდილია კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე, გაზრდილია ანაზღაურება - ხელფასები“.

მიხეილ ჯანელიძის განცადებით, ეს ყველაფერი ცხადყოფს ეკონომიკის სწორი მიმართულებით განვითარებას, მისი თქმით საქართველოს რეფორმები მნიშვნელოვანი შედეგისმომტანია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, აღნიშნული რეიტინგი წლის ბოლომდე შენარჩუნდება მზარდი ტენდენციით და საქართველოს ექნება დამატებითიეკონომიკური ზრდა და ინვესტიციების შემოდინება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები