ეკონომიკა
11.06.18 21:25
თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, საშუალებას მოგვცემს, უფრო შევამციროთ ხარჯები საჯარო სექტორში და გავხადოთ სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ ხორვატიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაზე (Constituency Meeting), რომელიც ხორვატიაში იმართება და სადაც დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევებია.
„შეხვედრაზე განიხილება თანამედროვე ტექნოლოგიების, ამ შემთხვევაში, ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ. ამასთან ერთად, საუბარი გვქონდა ფინანსურ ტექნოლოგიებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მცირე და მიკრო მეწარმეებს უფრო მარტივი მექანიზმებით მივაწოდოთ დაფინანსება და შესაბამისად, გავხადოთ ისინი უფრო კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, წლევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობას და მის შესაძლებლობებს.
„განიხილება ის მიმართულებები, რომელიც ეხება ფინანსური ტექნოლოგიების გამოწვევებს, იმ უპირატესობებს და შესაძლებლობებს, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება შექმნას. ხდება გაზიარება იმისა, თუ რა გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანას ამ კუთხით და ამავე დროს, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად, არა მარტო ამ ქვეყნების ჯგუფის მიერ, არამედ ზოგადად, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრას (Constituency Meeting) 15 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ფინანსთა მინისტრები, ასევე, ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24