ეკონომიკა

01:00 საათის მდგომარეობით თბილისში მაშველები 153-ჯერ გამოიძახეს

12.06.18 15:30


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად 01:00 საათის მონაცემებით მაშველები 153-ჯერ გამოიძახეს, თუმცა შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა.

“ყველაზე მეტი შეტყობინება ფიქსირდება გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. ​შეტყობინებები შემოსულია ასევე: დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან.

​ამ წუთებში, მთელი ქალაქის მასშტაბით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური ​ბოლო ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა მეხანძრე-მაშველებმა უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების უსაფრთხო გაყვანა უზრუნველყვეს ​ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა, ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია და შეფერხებები მოხსნილია​ მეხანძრე-მაშველებმა უზრუნველყვეს იმ მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ​დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები