პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა: „საქართველოს საკითხებს, როგორც ევროპული სტანდარტის ქვეყანას, აქტიურად განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად”

15.06.18 22:00


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იური სტერკს და რუმინეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს როზალია ბიროს შეხვდა.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის მიერ აბსოლუტური უმრავლესობით დამტკიცებულრეზოლუციას „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ”, რაცრუსულ აგრესიას და საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ასახავს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე და ამთანამშრომლობის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია დაღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წარმოადგენს.

„საერთაშორისო კონფერენციის დროს საშუალება გვეძლევა აქტიურად განვიხილოთ საქართველო, როგორცევროპული სტანდარტის ქვეყანა, მისი მიზნები და პრიორიტეტები, რაც ევროკავშირში წევრობას უფრო რეალურსხდის”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას, ხაზი გაუსვა საქართველოს გამოწვევებს,რომლის ფონზეც ქვეყანა ახერხებს და საერთაშორისო თანამეგობრობას განვითარების პროგრესს აჩვენებს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები