საზოგადოება

პოლონეთში გამოფენა-„50 ქალი საქართველოდან“გაიხსნა

18.06.18 16:30


საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვარშავაში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“.

ექსპოზიცია საქართველოს საელჩოსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.

გახსნით ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებისოფისის დირექტორმა ინგიბიორგ სოლრუნ გისლადოტირმა და პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილიადარჩიაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ასევე ვარშავაში აკრედიტებულიდიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები