საზოგადოება

თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაცია იწყება

18.06.18 17:30


ბავშვების რეგისტრაცია 2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (kids.org.ge) განხორციელდება.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე, რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.

სააგენტოს ცნობით, მთლიანობაში 2018-2019 სასწავლო წელს დარეგისტრირდება დაახლოებით 15 ათასი ბავშვი.

თბილისში შემოდგომაზე, 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ ბაგა-ბაღს ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება.

თბილისში 171 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები