საზოგადოება

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთის მოსახლეობას საჩუქრები დაურიგეს

06.07.16 16:20


ქართველმა სამხედროებმა, რომლებიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობენ, ავღანეთის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საოჯახო ნივთები აჩუქეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 52-ე ბატალიონის მეხუთე ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა, რომლებიც ბაგრამის ავიაბაზაზე არიან დისლოცირებული.

ჰუმანიტარულ ოპერაციაში აშშ-ის სამხედროებმაც მიიღეს მონაწილეობა.
მსგავსი ღონისძიება ავღანეთში სისტემატურად ტარდება.

„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. დღეისათვის ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს, რომელთაგან 13 ქალია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები