ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4561 ლარი გახდა

20.06.18 20:45


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4561 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4561 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4586 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8363 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8554 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0191 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები