ეკონომიკა

საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესაბა იგეგმება

22.06.18 21:20


საქართველო ბლოკჩეინების გამოყენებთ ერთ-ერთი ლიდერია.

ამის შესახებ ბაქოში CAMCA-ს რეგიონალურ ფორუმზე საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა განაცხადა, წერს Report.az-ი.

მისი თქმით, საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება იგეგმება, რომ ის გაცილებით მომგებიანი გახადოს.

„ამისთვის ჩვენ გადამეტებულ ბიუროკრატიზმს და კორუფციას ვებრძვით“,-აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მისი თქმთ, აღნიშნული პროცესი ციფრულ სფეროში განვითარებას დააჩქარებს, რაც თავის მხრივ, გამჭვირვალობას და ტრანსპარენტულობას უზრუნველყოფს.

„საკვანძო საკითხი ასევე არის ბუნებრივი რესურსების ადმიანის კაპიტალში გადაქცევაა“,-დასძინა მარიამ ლაშხმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები