პოლიტიკა

ბიუროს სხდომაზე 27-29 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს

25.06.18 20:45


ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 27-29 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში პარასკევს დაიხურება. პლენარული სხდომის კვირაში, რიგსაკითხებთან ერთად, დეპუტატები კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავებულკანონპროექტებსა და სარატიფიკაციო დოკუმენტებს განიხილავენ.

დღესვე, ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტებიგანსაზღვრა და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ფრაქცია „საქართველოსპარტრიოტებმა” პარლამენტში შემოიტანეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც 2 ივლისის ბიუროს დღის წესრიგშიშევა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პლენარული სხდომა ოთხშაბათს, 12:00 საათზე დაიწყება.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები