პოლიტიკა

ჯონ ქერი: მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს

06.07.16 21:05


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგანაც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისათვის.

ამის შესახებ ჯონ ქერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში ყოფნა, რადგან ეს არ არის მისი პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში.

„მე ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით, აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგანაც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისათვის“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები