პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს

11.07.18 14:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს.

მანამდე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

უკვე თითქმის დადასტურებულია, რომ ცვლილება არ შეეხება ძალოვან მინისტრებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის პოსტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი დაიკავებს. ფინანსთა მინისტრად ვანო მაჭავარიანი სახელდება, რომელიც წლების განმავლობაში "ჯეოსელის" კომერციულ დირექტორად მუშაობდა; ეკონომიკის მინისტრი კი ექიმი-კარდიოლოგი გიორგი ქობულია გახდება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები