პოლიტიკა

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე შეარჩია

11.07.18 20:15


საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

კენჭისყრა ფარულად ჩატარდა. საპროკურორო საბჭოს წევრებმა თითოეულ კანდიდატს ცალცალკე უყარეს კენჭი.

შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს, საბოლოოდ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მთავარი პროკურორი.

მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატიდან ერთმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა. შესაბამისად, მთავარი პროკურორობის კანდიდატები შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი არიან.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები