საზოგადოება

კახეთში მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე 4,5 მილიონი დოლარი დაიხარჯება

13.07.18 15:45


კახეთში, სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, იუწყება ტელეკომპანია Imedi gbc.ge-ზე დაყრდნობით.

მზის ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატი იქნება, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი — 6, 9 მილიონ კვტ/სთ.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4, 5 მილიონი აშშ დოლარია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში 2018 წლის 23 მაისს ინტერესთა გამოხატვა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით გამოაცხადა.

ინტერესთა გამოხატვაში შპს „სოლარ ფაუერ ჯორჯიამ" გაიმარჯვა. ფონდსა და კომპანიას შორის საპარტნიორო შეთანხმება უკვე გაფორმდა, რომლის მიხედვით, ინვესტორმა ექვსი თვის განმავლობაში უნდა აიღოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ნებართვა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები