საზოგადოება

კახეთის გზატკეცილზე ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა

13.07.18 16:45


თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ლურჯი და ყვითელი ავტობუსები ერთმანეთს დაეჯახნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს ვარკეთილის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ავარიის შედეგად ერთი ქალი დაშავდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები