საზოგადოება

16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

16.07.18 17:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოსცა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, დღეს დილით, 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიების დახურვამდე მინდელის შახტი დაიხურება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები