საზოგადოება

მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 764 484 ლარი გადასცა

17.07.18 18:30


საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს სკოლა–პანსიონებს ფინანსური დახმარების სახით საჩუქრად გადასცა 764 484 ლარი.

ფინანსური დახმარება გადაეცემა საპატრიარქოს 13 საგანმანათლებლო დაწესებულებას.

წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა – 60 000 ლარი

წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა – 120 000 ლარი

მცხეთის წმინდა თორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა – 80 000 ლარი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა – 100 000 ლარი

ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა – 10 000 ლარი

წმინდა მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა – 60 000 ლარი

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია – 60 000 ლარი

დიმიტრი ყიფიანის სკოლა–პანსიონი – 60 000 ლარი

ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია – 20 000 ლარი

წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა – 20 000 ლარი

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა – 20 000 ლარი

ჩოხატაურის წმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლოს სკოლა – 20 000 ლარი

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი – 134 484 ლარი

მთავრობის 11 ივლისის განკარგულებით, ამ დაწესებულებებისთვის თანხა საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმების საფუზველზე განათლების სამინისტროს გავლით გადაეცემა.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები